04:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 15:37:02, 475 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი: არის შენობები, რომელთა სრული რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის, განცხადებით,  დევნილების საცხოვრებელი ყველა შენობის  სრული რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატ ანი მიროტაძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მიროტაძე დაინტერესდა-კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მცხოვრებთა პირობების გასაუმჯობესებლად, რაიმე ტიპის პროექტი ხომ  არ არსებობს.
სუბარის თქმით, სადაც შესაძლებელია, ყველა შენობას სრულ რეაბილიტაციას უტარებენ.

,,არის ერთი პრობლემა, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ გადავწყვეტთ. არის შენობები, სადაც 22 წელი იზრდება თაობები, ვთქვათ საბჭოთა 7 კვადრატულ მეტრ ოთახში. შეიძლება აქ სახურავი შევუკეთოთ და წყალი გავუყვანოთ, მაგრამ აქ სხვას ვერაფერს ვიზამთ.ხოლო, სადაც შესაძლებელია, სრულ რეაბილიტაციას ვატარებთ, რომ საცხოვრებლად აბსოლუტურად ვარგისიანი იყოს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics