|
2017-11-28 13:40:19, 1619 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე: ანაკლიის პორტი იქნება ბოლო კარიბჭე, რომელიც აზიასა და ევროპას უმოკლესი გზით დააკავშირებს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის და სამეთვალყურეო სამბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზარაძემ ჟურნალისტებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პორტი იქნება ბოლო კარიბჭე, რომელიც აზიასა და ევროპას უმოკლესი გზით დააკავშირებს. "დღეს არის უმნიშვნელოვანესი ფორუმი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის. სულ ახლახანს დავბრუნდით მე და ჩემი კოლეგები ჩინეთიდან, სადაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან. მინდა გითხრათ, რომ გზავნილი შემდეგია - სულ რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია ჩინური დიდი კომპანიები მოღვაწეობენ, მოხდა საქართველოს სტრატეგიულ გზად აღიარება. ამ შემთხვევაში ანაკლია არის საკმაოდ დიდი ინტერესის სფერო. მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები. 20 დეკემბერს ვიწყებთ ამ გრანდიოზული პროექტის მშენებლობას და სწორედ ეს იქნება ბოლო კარიბჭე, ბოლო საშუალება აზიისა და ევროპის დაკავშირებისა უმოკლესი გზის მეშვეობით, ამიტომ ამ ფორუმს აქვს დიდი მნიშვნელობა. რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა ვთქვათ ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც საქართველოს გააჩნია და გავაცნოთ ჩვენი შესაძლებლობები და ის მიღწევები, რაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია რეფორმებისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით", - განაცხადა ხაზარაძემ.
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)