|
2015-05-07 12:27:45, 420 ნახვა
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: მთავრობას ნდობა დროზე უნდა გამოუცხადდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა დაჩქარებულ რეჟიმში უნდა გამოუცხადდეს, რადგან მიმდინარე საკითხები, რომლებსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ, არ დაზარალდეს. „მიმაჩნია მთავრობას ნდობა დროზე უნდა გამოუცხადდეს და მას მიეცეს საშუალება საქმიანობა გააგრძელოს, რადგან ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხი იყო, რომელიც შესაძლოა დაზარალდეს იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც პროცედურები შევაყოვნოთ“,– განაცხადა გედევან ფოფხაძემ. ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს, საკომიტეტო სხდომაზე მოუსმენენ. გუშინ, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა კი, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების საკითხი უნდა გაიტანონ. პრეზიდენტის მიერ თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომა ხვალ, 8 მაისს უნდა გაიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)