18:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-25 12:50:35, 878 ნახვა

რეგიონი
ბათუმის კლინიკებში ამ დროისთვის, ხანძრის შედეგად დაშავებული 7 პაციენტი რჩება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან 7 ადამიანი რჩება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 15 პაციენტი უკვე ბინაზეა გაწერილი.

მისივე თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„სხვადასხვა კლინიკებში შემთხვევის ადგილიდან შემოყვანილი იყო 22 პაციენტი. მათგან უკვე 15 გაეწერა ბინაზე, ამ დროისთვის 7 პაციენტი რჩება დაწესებულებებში. ყველა მათგანის დიაგნოზი იყო ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია. დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დამატებით მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან", - განაცხადა მიქელაძემ „მოამბის“ ეთერში.

შეგახსენებთ, ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაშავებულებიდან სამი მეხანძრე მაშველია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს (უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა“).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics