|
2017-11-24 16:06:09, 1867 ნახვა
კომენტარი
კობახიძის განცხადებით, მიწასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას ეკონომიკაზე შესაძლოა, ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიწასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას ეკონომიკაზე შესაძლოა, გარკვეული ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, მისივე თქმით, საბაზრო ურთიერთობებში მიწის მაჩვენებელი მაინცდამაინც მაღალი არ არის: „თუმცა, ჩვენ მთლიანობაში ამ ნორმის დადგენისას გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი. ეს იყო ამ ნორმის შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე, გვქონდა სერიოზული მსჯელობა და კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. გავლენა ინვესტიციებზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ასევე გავითვალისწინეთ მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ფასი და ა.შ. საბოლოო ჯამში დავადგინეთ, რომ დღევანდელი ეფექტი მიწის საბაზრო ურთიერთობებში მოქცევის მაინცდამაინც მაღალი არ არის. კერძოდ, მაინცდამაინც დიდი არ არის ეკონომიკაზე შესაბამისი მაჩვენებელი, დიდი არ არის ინვესტიციებზე ამ ფაქტორის გავლენა, და შესაბამისად ამის გათვალისწინებით, ასევე მიწის არსებული და პოტენციური ფასის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული დათქმით შეგვეზღუდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არამოქალაქეებზე, თუმცა, არის საგანგებო დათქმა მოცემული ორგანულ კანონთან დაკავშირებით და ამაზე დაიწყება მუშაობა, მათ შორის ბიზნესთან აქტიური კონსულტაციის საფუძველზე, მიიღება საგანგებო ორგანული კანონით, რომლითაც გაიწერება მათ შორის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობები იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მიწის საკუთრების უფლებას სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწასთან მიმართებით. შესაბამისად, მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ზომიერი და სწორი გადაწყვეტილებები მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც რეფერენდუმთა, ისე მიწასთან დაკავშირებით. აქ ამოცანაა, იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესები დაცული და იყოს მათ შორის ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინტერესი დაცული. ეკონომიკური ზრდა არის ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენ ვინარჩუნებთ ღია ეკონომიკის პოლიტიკას, ამის საფუძველზე ჩვენ მივაღწიეთ 4.7 %-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იმ ვითარებაში, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბით არის შექმნილი. ეს არის ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი”,-განაცხადა კობახიძემ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)