|
2017-11-21 15:03:14, 1768 ნახვა
კომენტარი
ხიდაშელი Javelin-ის სარაკეტო კომპლექსზე: მეამაყება, რომ 2016 წელს, ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა შევძელით
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემას ეხმაურება. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, Javelin-ის მიღება ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია. "საქართველო „ჯაველინებს“ მიიღებს - ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია ეს გადაწყვეტილება. 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ უზარმაზარი ძალისხმევა იყო მიმართული ქართული ჯარის და ჩვენი ქვეყნის თავდასცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ბევრი დიდი და პატარა ნაბიჯი გადაიდგა და დიდი და პატარა შეთანხმება შედგა. ამავდროულად, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების დაუღალავი მხარდაჭერის შედეგი მივიღეთ დღეს. ყველა ის განცხადება რომელიც სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან მოგვისმენია, და რომელზეც რუსული და მას აყოლილი ქართული პროპაგანდის მანქანა ქირქილებდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებაში აისახება. 2016 ივლისში როდესაც განვაცხადეთ, რომ სრულიად ახალი ეტაპი იწყებოდა და ისტორიულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ძალიან სკეპტიკურად გვიყურებდნენ. არადა, პირველად მოხდა რომ ხელშეკრულებაში ნაცვლად საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და სხვა გარე მისიების კვალდაკვალ პირველად ჩაიწერა: საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისთვის მხარდაჭერა, 2016 წლის შეთანხებით წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ყველას გილოცავთ, ვისაც უფრო ძლიერი საქართველო გინდათ იხილოთ ხვალ. განსაკურებით კი იმ ადამიანებს ვინც ბოლო 8 წლის მანძილზე თავდაუზოგავად იშრომა შედეგისთვის. მეამაყება, რომ 2016 წელს, თავდაცვის ძალიან მაგარ გუნდთან ერთად, შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა!", - წერს ყოფილი მინისტრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)