12:03 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 17:42:29, 1892 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაცემულია, თუმცა ამას ერთეულები იცავენ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში აბორტის შემცირებას დადებითად აფასებს.

ამასთან, სერგეენკო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ორსულობის პერიოდში სქესის არგამხელა, რადგან მისივე თქმით, ეს ზოგჯერ მშობლების გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს.

"აბორტების რაოდენობა ბოლო წლინახევრის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრად, რამდენიმე ათასით არის შემცირებული და ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება ე.წ. სელექციურ აბორტებს, ირიბი მაჩვენებლებით ხდება დათვლა - დემოგრაფიულად რამდენი უნდა ყოფილიყო თანაფარდობა ქალსა და ვაჟს შორის, თუმცა ეს არის ირიბი ინდიკატორი, მხოლოდ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, სქესის არგამხელა ორსულობის პერიოდში, რადგან ზოგჯერ სამწუხაროდ, ეს გავლენას ახდენს მშობლების გადაწყვეტილებაზე, რაც უბრალოდ, მიუღებელია. წლების წინ არის რეკომენდაცია მიცემული სქესის არგამხელასთან დაკავშირებით, ერთეულები ამას იცავენ, სამწუხაროდ, უმეტესობა არ იცავს და მნიშვნელოვანია ეს ეტიკეტი ორსულთან ყველასგან იყოს დაცული", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რომელიც საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას ეხება, 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, ქვეყანაში 31 446 გოგო არ დაიბადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics