|
2017-11-17 14:31:14, 651 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა მოადგილეები წარადგინა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან. ომარ ტაკიძე დაიბადა 10.05.1973 წ. შუახევის რაიონის სოფ. ნაღვარევში; დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა; 1991-1993 წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა - მათემატიკის ფაკულტეტზე; 1993-1996 წწ. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობით. სამუშაო გამოცდილება: 2016-2017 წწ. შპს ,,ეკონომია“-ს დირექტორი; 2003-2016წწ. ეწეოდა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას; 2012-2014 წწ ქ.ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2012-2014წწ. აღმაშენებლის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი. ჩაბარებული აქვს საჯარო მოხელის გამოცდა, გავლილი აქვს თვითმმართველობის ტრენინგები და საგადასახაო და საბუღალტო აღრიცხვის კურსები. რუსუდან შავაძე დაიბადა 13.12.1975 წ. შუახევის რაიონში; დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა; 1993-1999 წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე; 2003-2007 წწ. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. სამუშაო გამოცდილება: 1994-2007 წწ. სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლა- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2005-2006 წწ. სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირეტქორის მ/შემსრულებელი; 2006-2010 წწ. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2010-2011 წწ. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა- განათლების, კულტურის, სპორტის ტურიზმის ძეგლათა დაცვის სამსახური. 2010-2012 წწ. ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სკოლა - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 2012-2016 წწ შუახევის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი განათლებისა და კულტურის დარგში; 2016 წლის 18 თებერვლიდან - 2017 წლის 12 ნოემბრამდე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ჩაბარებული აქვს სერტიფიცირების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ამ დროისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ვაკანტურია ერთი მოადგილის პოზიცია.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)