|
2015-05-06 12:38:52, 436 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან
„ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა უდანაშაულო ადამიანების საპყრობილეშ არიან“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ ბრალდებულები მალე გათავისუფლდებიან და საკუთარ ოჯახებს დაუბრინდებიან. „ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ღარიბაშვილს და ივანიშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა სრულიად უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ციხეში არიან. ეს ხუთი კაცი არის ივანიშვილის პირად პოლიტიკური ტყვე. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო თავის ადგილს იპოვის. შემდეგ კი ბუნებრივია დადგება სერიოზული საკითხი პროკურატურის და კონკრეტულად ივანიშილის, თუ საიდან წამოვიდა ეს ბრალდება და რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ აქტს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)