|
2015-05-05 13:18:13, 538 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის კვორუმმა დაიწია
პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებისთვის 74 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ ხელახლა ნდობის გამოცხადებამდე, მინისტრად დანიშნულ პარლამენტის ორ წევრს თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებათ. „სანამ პარლამენტში კენჭისყრაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება, ჯერ უფლებამოსილება შეუწყდება მინისტრად დანიშნულ ორ დეპუტატს თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს. შესაბამისად კვორუმი დაიწევს და ნდობის გამოცხადებისთვის 74 ხმა იქნება საჭირო“, - აღნიშნა ხმალაძემ. ცნობისთვის, თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი, გიგლა აგულაშვილი კი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)