|
2015-05-04 10:27:37, 423 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელის შეფასებით, ქალი თავდაცვის მინისტრი მოქმედი ხელისუფლების დემოკრატიულობის მაგალითია
თავდაცვის სამინისტროში მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი მივიდა. მან უწყება მინდია ჯანელიძისგან ოფიციალურად უნდა გადაიბაროს. თინა ხიდაშელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი იქნება. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის „კაშკაშა“ მაგალითი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიულობის. „მე ვფიქრობ, ეს ერთ–ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი „კაშკაშა“ მაგალითია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულობების, ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობის, იმისი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არ არსებობს რაიმე ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, მოლოდინი, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული მინისტრობის პერიოდი და პირველ რიგში ქართული ჯარისთვის, ბუნებრივია თავდაცვის სამინისტროსთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)