|
2015-05-03 14:15:30, 386 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ბრონისლავ კომოროვსკის პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „თქვენო აღმატებულებავ, მსურს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გადმოგცეთ გულითადი და წრფელი მოლოცვა პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ორივე სახელმწიფოსათვის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. საქართველო და პოლონეთი ძლიერი პარტნიორებია და მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევუფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის. თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო მეგობარ პოლონელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)