|
2015-05-02 16:57:05, 421 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ე.წ. „კაბელების საქმეზე“ ჩემი ნებისმიერი სიტყვა, სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება
„ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით ვიტყვი, აუცილებლად აღქმული იქნება, როგორც სასამართლოზე ზეწოლა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ამაზე მე გუშინ გავაკეთე კომენტარი და ჩემი მინისტრობის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს თუ არ დამისვამთ ამ კითხვას, თქვენც მოიგებთ დროს და მეც. მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, საქმე არის პროკურატურასა და სასამართლოში. შესაბამისად, ნებისმეირი სიტყვა, რომელსაც ამ საქმეზე ვიტყვი, იმის მიუხედავად თუ რას ვიტყვი, აუცილებლად იქნება აღქმული რომელიმე მხარის მიერ, როგორც ზეწოლა სასამართლოზე. მე ეს არასდროს გამიკეთებია და არც ახლა დავარღვევ ამ პრინციპს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)