03:06 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 19:57:29, 1890 ნახვა

კომენტარი
წერეთელი: აქამდე პრინციპულად იცავდა პოზიციებს, ალბათ, პრეზიდენტი ვითარების გართულებას მოერიდა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთელის  განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით, მისთვის მოულოდნელი იყო.

წერეთელის შეფასებით,  პრეზიდენტი ვითარების კიდევ უფრო გართულებას მოერიდა:

„გარკვეულწილად  მოსალოდნელი იყო, რომ ის არ მაოწერდა ხელს, რადგან მისი შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული. მე არ  მომისმენია მისი განცხადება, რატომ მოაწერა ხელი, ალბათ ეს თვითონ უკეთესად ახსნა. აქამდე ძალიან პრინციპულად იცავდა კონკრეტულ პოზიციებს. ალბათ მოერიდა,  კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება. არ ვფიქრობ, რომ ასეთ სერიოზულ დოკუმენტთან  რაიმე პირადული შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მაინც არ ველოდებოდ ამას წინა პოზიციებიდან გამომდინარე. როცა კონსტიტუციის მიღებას ასეთი წინააღმდეგობრივი ისტორია ჰქონდა, არ იყო სასურველი ასეთი პროცედურით მიღებულიყო, გაცილებით მეტი თანხმობა და თანამშრომლობა შეიძლებოდა. ხელმოწერა ფორმალურია. შეიძლება პრეზიდენტის მხრიდან ეს  ნაბიჯი იყოს  გადადგმული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და უმრავლესობასთან კონფრონტაციული ვითარების განსამუხტად. თუმცა კონსტიტუციასთან მიმართებაში ეს არაფერს შეცვლის, რადგან პოზიციები გაცხადებულია პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის,  არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის და საზოგადოების- გაცილებით სხვა ტიპის კონსტიტუცია და სხვა პროცესი ერჩივნათ.მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება,  მაგრამ პოლიტიკაში ბევრი მოულოდნელობებია“,-განუცხადა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსს“.

პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას ხელს აწერს

http://epn.ge/index.php?id=53963





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics