|
2017-10-19 18:30:35, 1733 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე: ხელის მოწერით პრეზიდენტი გარკვეულ მორალურ ლეგიტიმაციას სძენს კონსტიტუციას
"ნაციონალური მოძრაობის წევრის" რომან გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გოცირიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ამ ნაბიჯით პრეზიდენტი გარკვეულ მორალურ ლეგიტიმაციას სძენს კონსტიტუციას და აუბრალოებს იმ პროცესს, "რომელიც ძალადობრივი ფორმით კონსტიტუციის მიღებას წინ უძღოდა".
შეგახსენებთ, პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას ხელს აწერს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ავლაბრის რეზიდენციაში სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, ეს არ არის ის დოკუმენტი, რომლის მიღებასაც ისურვებდა, თუმცა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მზადაა, ხელი მოაწეროს მას. „როგორც მოგეხსენებთ, ერთი წლის წინ დაიწყო კონსტიტუციის ცვლილების პროექტი. პირველივე დღიდან ჩემთვის ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას. იმას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში "ქართული ოცნება" ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში და პარლამენტმა მიიღო, ის რაც აქამდეც მომხდარა, ერთპარტიული კონსტიტუცია. სწორედ ამიტომ, ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა და მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი, იმისათვის რომ იყოს, თავიდან აცილებული დესტაბილიზაციის შესაძლო მცდელობა სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. მთელ ამ პროცესში გვსურდა, რომ ევროპული სტანდარტი დაგვემკვიდრებინა. იყო მეორე სტანდარტიც - "ქართული ოცნების", რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა, ის როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი ნაბიჯით მინდა განხილულ იქნას როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან გამომდინარე და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამავე დროს მინდა მოუწოდა საზოგადოებას, რომ უფრო გააქტიურდეს, გახდეს უფრო ძლიერი, მუშა და დემოკრატიული პროცესების განვითარების ნაწილი. ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია და დოკუმენტი ხელმოსაწერად კვლავ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)