|
2017-10-19 12:49:13, 1766 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მეტი, თუ რომელიმე ხელისუფლებას სადმე ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით გაუკეთებია
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2017 წელი სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონშიც ურთულესი იყო. როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ბევრი გამოწვევა არსებობდა: „გვალვასთან დაკავშირებული, საგაზაფხულო ყინვასთან დაკავშირებული, მათ შორის მავნებელ ორგანიზმებთან ბრძოლის თვალსაზრისით. ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის კუთხით ჩვენ ვხედავთ მონაცემების შემცირებას რეგიონში. საქართველოში იმის გამო, რომ აგროსასურსათო სექტორი განხორციელებული პროგრამების შედეგად, ძირითადად ვგულისხმობ თანადაფინანსების პროგრამებს, რომელიც უკავშირდებოდა ახალი საწარმოების შექმნას, მოდერნიზაციას და ღირებულებათა ჯაჭვში იმ ელემენტების გაჩენას, რაც გულისხმობს მოსავლის დაბინავებას, სწორად შენახვას და ასე შემდეგ, ყველა ცვლილებამ გამოიწვია კონკურენტუნარიანობის ზრდა და შეამცირა ის რისკები, რაც მივიღეთ კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე“,-აღნიშნა დავითაშვილმა. მან ასევე მავნებელ მწერ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გლობალურ პრობლემად ყალიბდება: „ჩვენ გავქვს მუდმივი კომუნიკაცია კოლეგებთან ყველა ქვეყანაში. 2 დიდი ეპიცენტრი არსებობს, ეს არის საქართველო და ჩრდილოეთ იტალია, თუმცა მნიშვნელოვან ზარალს ის იწვევს ესპანეთში, შვეიცარიაში და ასე შემდეგ. იქ გაცილებით უფრო დიდია ზარალი“,-განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაზე მეტი, თუ რომელიმე ხელისუფლებას სადმე ამ მავნებელთან ბრძოლის კუთხით გაუკეთებია: „ყველა ღონისძიება იყო ადეკვატური იმ ცოდნასთან და ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც ამ მავნებელთან მიმართებაში არსებობდა, ამ მავნებელს ამერიკა 15 წელიწადზე მეტია ებრძვის და იქ დღეს ყალიბდება გამოცდილება მავნებლის ბიოლოგიასთან დაკავშირებით, რომ ეფექტიანი იყოს ღონისძიებები და ჩვენ გვქონდა 1 წლიანი გამოცდილება. ამ 1 წლიანმა გამოცდილებამ მოგვცა ძალიან მდიდარი ბაზა იმისა, რომ მომავალში ვიყოთ უფერო ეფექტიანები. ძალიან დიდი მასშტაბის გამოწვევა და პრობლემაა მემცენარეობის დარგისთვის“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს გააჩნია სერიოზული სტრატეგია დაფუძნებული ზუსტად იმ ინფორმაციაზე, რაც წლის განმავლობაში მავნებელთან დაკავშირებით მიიღეს: „და ის რჩევები, რაც მივიღეთ წამყვანი ექსპერტებისგან, 100%-ით ვერ იყო თანხვედრაში იმ ბიოლოგიასთან, რაც მავნებელმა გამოიჩინა საქართველოს კლიმატში და ეს ასე ხდება. ეს არის ახალი მავნებელი. ეს 1 წლიანი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი სტრატეგია იყოს ეფექტიანი“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა მავნებლის წინააღმდეგ ერთიანი ძალებით ბრძოლის აუცილებლობაზე: „შედეგებს უნდა მივაღწიოთ ერთობლივი ბრძოლით. ერთად უნდა დავამარცხოთ ფაროსანა. თუ მხოლოდ ჩვენ ჩავატარებთ რაღაც ღონისძიებებს და ჩაატარებს ნაწილი ფერმერების, ჩავთვალოთ, რომ ფუჭია, ან ნაკლებად ეფექტიანია ჩვენი ღონისძიებებიც და დანარჩენი ფერმერების ძალისხმევაც. ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ადამიანებთან. სტრატეგიის მთავარი ამოცანაა, ცოდნა მივიტანოთ, ერთად ვებრძოლოთ და არავინ უნდა დავიზაროთ“,-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)