03:33 - 07 Jul, 2026
|
2015-05-01 15:55:02, 588 ნახვა
პოლიტიკა
შალვა თადუმაძე: მთავრობა ჩვეულებრივ ფუნქციონირებას აგრძელებს
მთავრობის საპარლამენტო მდივანის შალვა თადუმაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი უფლებამოსილებას ინარჩუნებს და შესაბამისად, მთავრობა უფლებამოსილია, თავისი საქმიანობა განახორციელოს. როგორც თადუმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტში 7 დღეში გადააგზავნის, საკანონმდებლო ორგანო კი, ნდობის საკითხზე იმსჯელებს. „წარდგენილია მთავრობის ახალი შემადგენლობა. პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება გახლავთ, 7 დღეში გადააგზავნოს პარლამენტში. მთავრობა ჩვეულებრივ ფუნქციონირებას აგრძელებს, ყველა მინისტრს გააჩნია უფლებამოსილება“, – აღნიშნა თადუმაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)