22:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 22:49:50, 2434 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი დაფინანსებას შეუწყვეტს ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის შესახებ რეზოლუციაზე აშშ-ის წინააღმდეგ მისცემენ ხმას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნებს, რომლებიც რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ფინანსური დახმარების შეწყვეტით ქვეყანა დიდ თანხას დაზოგავს.

"ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან, შემდეგ კი, ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. დაე მისცენ ხმა ჩვენს წინააღმდეგ. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

გაეროს გენერალური ასაბლეა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით საგანგებო სესიას გამართავს. ორგანიზაციის 193 წევრი, ისლამური სახელმწიფოების თხოვნით შეიკრიბება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics