|
2017-10-12 18:53:16, 1885 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი უმრავლესობას: საბჭოთა კონსტიტუციაზე ხართ გაზრდილი, არ გესმით დემოკრატიული სისტემის ანი და ბანი
„საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო პროცესი ამ ქვეყანაში აბსურდულობის უნახავ საფეხურზე აიყვანა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს ვეტოს შინაარსი შეუკვეთა. „ამ განხილვის მოსმენის შემდეგ შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ამ კედლებს საკუთარი ძალაუფლებით აღტაცებული ხალხის ჟივილ -ხივილი მრავალი ახსოვს და ეს მერე ცუდად დამთავრდა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ჯერზეც ჩვენ იმის ნაცვლად, რომ რეალურად ვიმსჯელოთ კომპრომისის და კონსენსუსის მოძებნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყნის გრძელვადიან პოლიტიკური განვითარების სტაბილურობას, ისევ მხოლოდ ძალის დემონსტრირების პრინციპებიდან გამოვდივართ. ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობის აღშფოთება პრეზიდენტის ვეტოთი, რომლებმაც საკონსტიტუციო პროცესი ამ ქვეყანაში აბსურდულობის სრულიად უნახავ საფეხურზე აიყვანეს, როდესაც თავად ეხვეწებოდნენ პრეზიდენტს რომ ვეტო დაედო კონსტიტუციისთვის, იმისთვის, რომ ისინი ეხსნა სრულიად უხერხული რეალობისგან, რომელიც შეიქმნა როდესაც კონსტიტუციის მიღების დღეს მასში ცვლილების შეტანას შეპირდა უმრავლესობა საზოგადოებას. ასეთი რამ ამ ქვეყნის ისტორიასაც კი არ ახსოვს. მაინტერესებს რამდენად ნორმალური არის, რომ უმრავლესობამ ფაქტიურად პრეზიდენტს შეუკვეთა ვეტოს შინაარსი. თქვენ მოგცეს მითითება, თუ ვეტო იქნებოდა გარკვეული შინაარსის, მაშინ ისინი ამ ვეტოს მიიღებდნენ. ის რასაც თქვენ უმრავლესობის წარმომადგენლები ეძახით პრეზიდენტის საკანონმდებლო ფუნქციებში ჩარევას, ამას დემოკრატიული საკონსტიტუციო სამართლის ენაზე ჰქვია ძალთა დაბალანსების პრინციპი და ურთიერთშელაპარაკების მექანიზმი, მაგრამ როგორც ჩანს თქვენ საბჭოთა კონსტიტუციაზე ხართ გაზრდილი და არ გესმით დემოკრატიული სისტემის ანი და ბანი და ძირითადი პრინციპები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თვითონ მიხვდებოდით რა მავნებლობას ჩადიხართ როდესაც იღებთ ამ კონსტიტუციას“,-აღნიშნა სამადაშვილმა.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)