|
2017-10-11 12:53:45, 2217 ნახვა
მსოფლიო
კარასინი საქართველოს მოუწოდებს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება შეასრულოს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს მოუწოდებს, ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმება შეასრულოს, - ამის შესახებ დიპლომატმა სააგენტო Ria-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, საქართველოს არ სურს, შეთანხმების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს. კითხვაზე - როდის ამოქმედდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი, კარასინმა აღნიშნა, რომ ამ კითხვების ადრესატი ქართული მხარე უნდა იყოს და დასძინა, რომ შეთანხმების თანახმად ვალდებულებები ორივე მხარეს აქვს დაკისრებული. "ამ კითხვებს ქართულ მხარესთან გადავამისამართებდი. ივლისში, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან საუბარმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩაგვისახა. გაჩნდა შეგრძნება, რომ საქართველოში, როგორც იქნა, გადაიკითხეს რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ და ისედაც აშკარა სიტუაცია გააცნობიერეს: შეთანხმება ვალდებულებას ორივე მხარეს აკისრებს. შეგახსენებთ, დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს, გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური წესი შვეიცარული სადამკვირვებლო კომპანიის მონაწილეობით. იქ კვლავ სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, საკუთარი ვალდებულებების მოსმენა კი არ უნდათ. ასე საქმე ვერ წავა. სამხრეთ კავკასიაში შექმნილ არც თუ მარტივ მდგომარეობაში, 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს, საბაბების გარეშე განაცხადოს მზადყოფნა თავისი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სივრცეში გადავიყვანოთ“, - განაცხადა კარასინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)