00:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 20:08:00, 1368 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 24-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 24-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სიტყვით მიმართეს და  შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს. მათ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამადლობელო სიგელებით დააჯილდოვეს.

დღესვე, აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადების სამხედრო მოსამსახურებმა სპორტული შეჯიბრებებიც გამართეს. გამარჯვებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. 

შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა. ქართველ სამხედროებს დღესასწაული ოჯახის წევრებმა მიულოცეს და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics