|
2017-10-07 17:24:41, 2609 ნახვა
მსოფლიო
მადრიდში ესპანეთის ერთიანობის მხარდამჭერი აქციები იმართება
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ათობით ათასი მოქალაქე ესპანეთის სამეფოს დროშებით აქციას მართავს და კატალონიელებს მოუწოდებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პროცესი შეაჩერონ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, აღნიშნული აქციის პარალელურად კატალონიაში, ავტონომიური რეგიონის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა სხვადასხვა მსხვილი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ოფიციალურ მადრიდთან მედიატორობა სთხოვა. ცნობისთვის, კატალონია დამოუკიდებლობის გამოცხადებას 9 ოქტომბერს გეგმავს. ადგილობრივ პარლამენტში ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი საპარლამენტო სხდომა და კენჭისყრა არაკანონიერად სცნო და მისი ჩატარება აკრძალა. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)