18:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 12:25:15, 2207 ნახვა

მსოფლიო
ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთი შესაძლოა, კატალონიელ სეპარატისტებს ეხმარებოდეს

ევროპელი მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ კატალონიელ სეპარატისტებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს, შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული სახელმწიფო მედიის სიმპათიები ცალსახად კატალონიის დამოუკიდებლობისაკენ იხრება.

ისინი ეჭვობენ, რომ კატალონური სეპარატიზმის ფარული მხარდაჭერა მოსკოვის მორიგი მცდელობაა, ერთიანი ევროპის იდეა დააზიანოს.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი ენრიკ ფოლკი, რომელიც კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს არ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ესპანეთის საშინაო პოლიტიკაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics