|
2017-09-30 14:41:41, 2520 ნახვა
მსოფლიო
კატალონიაში საარჩევნო უბანთან სროლა იყო - დაშავდა 4 ადამიანი
კატალონიის ქალაქ მანლეუში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Vanguardia იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ერთ-ერთი სკოლის შენობასთან მოხდა, სადაც რეფერენდუმის დაცვის კომიტეტის წევრები პოლიციას საარჩევნო უბნის დალუქვის საშუალებას არ აძლევდნენ. მედია წერს, რომ არც ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. ბოლო გამოკითხვის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობა ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, ხოლო 49% წინააღმდეგია. ამასთან რეფერენდუმის ჩატარებას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა ისინი თვლიან, რომ პლებისციტის ჩატარება მადრიდთან უნდა იყოს შეთანხმებული. შეგახსენებთ, რომ კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის რეფერენდუმი 1 ოქტომბერს არის დანიშნული. რეფერენდუმს ესპანეთის ხელისუფლება არ აღიარებს. პლებისციტის ჩატარება ავტონომიური რეგიონის პარლამენტმა 7 სექტემბერს მიიღო. თავის მხრივ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ყველა დოკუმენტაცია და ქმედება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არალეგიტიმურად სცნო.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)