17:48 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 10:31:06, 2385 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვა: ISIS იერიშების მიტანას აეროპორტებსა და თვითმფრინავებზე გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ სამიზნეებს თვითმფრინავები და აეროპორტები წარმოადგენენ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალისტური კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა, ნიკოლას რასმუსენმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ინფორმაციას Washingtonexaminer ავრცელებს.

"მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა არის ის, რომ დაჯგუფება ისლამურ სახელწმიფოს მისთვის უსაფრთხო თავშესაფრიდან, ერაყიდან და სირიიდან, ტერაქტების დაგეგმვა, მართვა და სისრულეში მოყვანა შეეძლო. თუმცა, ამერიკის შემთხვევაში, ეს ტენდენცია ახლა უკვე შემცირებულია. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ მათი შესუსტება შესაძლებელია. თუმცა,  ადამიანების გადაბირებით დაჯგუფების რიგების შევსებას ისევ ახერხებენ, ვხედავთ რა ხდება ევროპაში. ტერორისტები კარგად აცნობიერებენ, რომ ეკონომიკური ზარალის მიყენება შესაძლებელია თვითმფრინავების განადგურებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტერაქტებს ბევრი ადამიანი შეეწირება", -  განაცხადა რასმუსენმა.

როგორც რასმუსენმა აღნიშნა, ტერორისტები თავდასხმების ახალ საშუალებებს და უსაფრთხოების სისტემაში სუსტ ადგილებს ეძებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics