|
2015-04-29 17:33:21, 408 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელს სარა სვინფორდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მხარეებმა ასევე, რიგის სამიტზე და მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრეს. "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, გვქონდა საუბარი იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც ვდგავართ.ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შევეხეთ რიგის სამიტს და იმ მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რასთან დაკავშირებითაც გვაქვს ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)