15:24 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:37:14, 2841 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთმა ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ესპანეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კორეის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ელჩს ქვეყნის დატოვება 30 სექტემბრამდე მოუწევს.

"დღეს, ჩრდილოეთ კორეის ელჩი დაიბარეს და აცნობეს, რომ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მან ქვეყანა 30 სექტემბრამდე უნდა დატოვოს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ 15 სექტემბერს მორიგი  ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტის გაშვებიდან 4 დღის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანთან ურთიერთობაში შეზღუდვების დაწესების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ცნობისთვის, ესპანეთის მსგავსად ჩრდილოეთ კორეის ელჩი ნონ გრატად მექსიკაშიც გამოცხადდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics