14:05 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 15:26:48, 2367 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ტერორისტებისთვის „სამხედრო პასუხის“ გაცემას არ გამორიცხავს

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი ჟილ დე კერკოვი არ გამორიცხავს, ევროკავშირმა ტერორისტებს "სამხედრო პასუხი" გასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Levif ავრცელებს.

როგორც ჟილ დე კერკოვმა აღნიშნა, ევროკავშირში მცხოვრებ 82%-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბლოკის გააქტიურება სურს.

მისი თქმით, რადიკალური ისლამი დღეს უფრო და უფრო მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას. ხშირად ამ ადამიანებს ტერორისტულ დაჯგუფებებთან პირდაპირი კავშირი არც კი აქვთ.

მან ასევე ამერიკაში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიც გაიხსენა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა.

"ჩვენ არ გამოვრიცხავთ სამხედრო პასუხს, თუმცა არ გვინდა მხოლოდ სამხედრო კუთხით მივუდგეთ საქმეს, როგორც ეს უმცროსმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა", - დასძინა კოორდინატორმა.

ცნობისთვის, ჟილ დე კერკოვი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორად 2009 წლის 19 სექტემბერს დაინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics