14:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 11:01:04, 2257 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯიის შტატში სამართალდამცველებმა ლგბტ თემის წარმომადგენელი მოკლეს

ჯორჯიის შტატში სამართალდამცველებმა ლგბტ თემის წარმომადგენელი, სტუდენტი სკოტ შულცი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ატლანტის კოლეჯის კამპუსში დანით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი იმყოფებოდა.

უნივერსიტეტის კამერამ დააფიქსირა თუ როგორ არ დაემორჩილა შულცი სამართალდამცველების მოთხოვნას, იარაღი დაეგდო.

ამასთან, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ პოლიციას ლეტალური იარაღი არ უნდა გამოეყენებინა.

მედიის ცნობით, უნივერსიტეტის კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ისმის თუ როგორ ამბობს სკოტ შულცი: "მესროლეთ!".

გამომძიებლების ინფორმაციით, დადგინა, რომ შულცს თან ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია.

ის საავადმყოფოში მიყვანის დროს გარდაიცვალა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად პოლიციელი ან სხვა მოქალაქე არ დაშავებულა.

შულცის დედამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და 2 წლით ადრე თვითმკვლელობა სცადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics