09:11 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-16 12:05:14, 2459 ნახვა

სამართალი
სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეები გათავისუფლდნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო მესაზღვრეების მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონოდ გადაკვეთის გამო დაკავებული დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ „ექსპრესნისს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ. 

„ცხელი ხაზით შემოსული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობით, უკანონოდ დაკავებული პირები გათავისუფლდნენ“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში. 

ცნობისთვის, სააგეტნტო "სპუტნიკ-ოსეტიას" ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის გამო დააკავეს. როგორც მედია წერდა, ბრიტანეთისა და აშშ-ის მოქალაქეები ახალგორის რაიონში ახმაძის დასახლებულ პუნქტთან დააკავეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics