19:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 17:08:10, 842 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა 3.1 %–ია, რაც რეგიონში გამონაკლისია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღრიბაშვილის  განცხადებით,  პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 3.1% შეადგინა, რაც რეგიონში შექმნილი სიტუაციის ფონზე სერიოზული მაჩვენებელია. 

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ლარის კურსის დევალვაცია საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული.

„რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეოაბს, მინდა გითხრათ, რომ მარტის თვეში ეკონომიკური ზრდა იყო 4.1 %, რაც ძალიან სერიოზული ზრდის მაჩვენებელია, მითუმეტეს იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით ზოგადად მთელი ევროპა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკა, განსაკუთრებით რეგიონი. ჩვენმა პირველი კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 3.1 % შეადგინა, რეგიონში შექმნილ სიტუაციას გადახედეთ, ეს მართლაც გამონაკლისია, ეს ჩვენი ეფექტური მინისტრების დამსახურებაა, როგორიც იყო მაგალითად დავით შავლიაშვილი – შესრულება იყო 107% პირველ კვარტალში, ასევე სხვა სამინისტროს დამსახურებაა, ფინანსთა სამინისტრომ კარგად იმუშავა, საგადასახადო შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა 13.2%–ით , ვიდრე იყო გასულ წელს ანალოგიურ პერიოში. ზრდა არის სტაბილური, გვაქვს სტაბილური მონაცემები. ლართან მიმართებაში ეს არის საგარეო ფაქტორებით განპირობებული, ეს არის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათთან დაკავშირებული პროცესების ანარეკლი, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics