|
2017-09-13 18:50:00, 1096 ნახვა
სხვადასხვა
ქუმსიშვილი: წინანდლის ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია
წინანდალის მუსიკალური ფესტივალი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მსოფლიო დონის ვარსკვლავებისჩართულობის მაგალითია, რომელმაც აუცილებლად უნდა მოიტანოს დიდი წარმატება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფესტივალის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ბრიფინგში ასევე მონაწილეობდნენფესტივალის ავტორები და ორგანიზატორები კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი, ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი და წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებელი ავი შოშანი და ფესტივალის დირექტორი დავით საყვარელიძე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „წინანდლის ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი მხარდაჭერით სარგებლობს. შესაბამისად, მან უსურვა ფესტივალს წარმატება, საერთაშორისო აღიარება, ხოლო დამფუძნებლებს იმ შედეგის მიღწევა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ფესტივალი სახელმწიფოსა და „სილქ როუდ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. მისი ინფორმაციით, ფესტივალის თანადაფინანსება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მოხდება. „ჩვენ 2018 - 20 წლეებში გავმართავთ იმ მუსიკალურ ღონისძიებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად და კლასიკური მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. წინანდალში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი და მუსიკალური აკადემია 2019 წლიდან დაფუძნდება.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)