12:31 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-12 03:43:47, 2330 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-დე გაიზარდა

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ 112.ua იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუის ვიდეგარაი ადასტურებს.

საგარეო უწყების ცნობით, შტატებში - ოახაკა, ჩიაპასი და ტაბასკოში სტიქიამ ასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მან ამერიკელ კოლეგებს აცნობა, რომ აშშ-ში მყოფი მაშველების ჯგუფის უკან გამოთხოვა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს მექსიკაში მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 8.2 მაგნიტუდას შედგენდა. გარდა ამისა, მიწისქვეშა ბიძგებმა 1-მეტრიანი ცუნამი გამოიწვიეს.

ქვეყნის პრეზიდენტის ენრიკო პენია ნიეტოს შეფასებით, აღნიშნული მიწისძვრა ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics