|
2017-09-11 02:29:34, 2427 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო
„სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადაცემას, მათ კი რა გააკეთეს?“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ლვოვში განუცხადა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სააკაშვილმა ლვოვის მერიის შენობაში უკრაინული ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ლვოვის მერთან შეხვედრა გამართა, თუმცა რაზე შეთანხმდნენ პოლიტიკოსები, უცნობია. „სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვაპირებდი მესაზღვრეებისთვის პასპორტის გადაცემას. შემდეგ კი, სანამ სასამართლოში ჩემს უფლებებს დავიცავდი, მეგობრებს შევხვდებოდი და ამ დროს თქვენთან ერთად გავატარებდი. მათ კი რა გააკეთეს? ხალხი აბუჩად აიგდეს, რაღაც აფეთქების შესაძლებლობის იმიტაცია შექმნეს, ე.წ. ტიტუშკები მოიყვანეს, დააშინეს მატარებლის გამცილებლები, იქ მყოფი მგზავრები, შექმნეს ხელოვნური რიგი საზღვარზე. უკრაინელმა ხალხმა იცის, როგორ დაიცვას თავისი უფლებები. მე მზად ვარ, უკრაინას სიცოცხლე შევწირო, რადგან თუ ის შედგება როგორც სახელმწიფო, ის ნამდვილი ევროპული ქვეყანა იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)