09:11 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-10 01:21:02, 2998 ნახვა

სამართალი
მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით, რუსთავში მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს საუბნო განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ჯ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე - 1987 წელს დაბადებულ დ.ს.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა დ.ჯ. საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“,-აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics