11:19 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-09 06:51:44, 2670 ნახვა

მსოფლიო
„ჰარვის“ შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად, აშშ-ის ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიყოფა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ქარიშხალ "ჰარვის" შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 15 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად გამოყოფილი თანხა სტიქიის შედეგად განადგურებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების გაუმჯობესებას და შესაბამისი უწყებების მუშაობის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ცნობისთვის, ქარიშხალი "ჰარვი" აშშ-ის 26 აგვისტოს დაატყდა თავს. "ჰარვის" გამო დაღუპულთა რიცხვმა 70-ს მიაღწია. ცნობილმა ადამიანებმა დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური კამპანია წამოიწყეს. დაზარალებულების ანგარიშზე Hollywood-ის მსახიობებმა ათასობით დოლარი ჩარიცხეს. მაგალითად მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონი დოლარი გადარიცხა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics