10:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 04:10:39, 2523 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: თუ სამხედრო ძალის გამოყენება მოგვიწია, ეს ჩრდილოეთ კორეისთვის სევდიანი დღე იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება არასასურველია, თუმცა ეს ვარიანტი რეალურია, - ამის შესახებ CNBC იუწყება.

როგორც ტრამპმა ქუვეითის ემირთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფხენიანის მიერ ბირთვული რაკეტების გამოცდების გაგრძელება დაუშვებელია და ის უნდა შეწყდეს.

"მირჩევნია, რომ სამხედრო გზით არ მოგვიწიოს წასვლა. თუმცა, ასეთი ვარიანტიც გამორიცხული არ არის. თუ მოგვიწია სამხედრო ძალის გამოყენება, ეს სევდიანი დღე იქნება ჩრდილოეთ კორეისთვის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდის გამო საგანგებო სხდომა გამართა. დაგეგმილია კიდევ ერთი სპეციალური რეზოლუციის პროექტის მიღებაც.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics