|
2017-09-07 05:34:10, 2110 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: EBRD-ს პრეზიდენტის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მთავრობის მუშაობა ზედმიწევნით სწორია
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ სად უნდა ჩაიდოს EBRD-ის და ევროპული ბანკების მომავალი ინვესტიციები. "მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას ემსახურება. ბატონი ჩაკრაბარტის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მთავრობის მუშაობა ამ მიმართულებით ზედმიწევნით სწორია. ის ნაბიჯები, რომელიც აქამდე გადაიდგა და მომავალშია დაგეგმილი არის აბსოლუტურად ადეკვატური და ემსახურება იმ გამოძახილს, გამოწვევებს, რომელიც არამხოლოდ რეგიონში, არამედ თუნდაც მსოფლიო მასშტაბით არის. მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ სად უნდა ჩაიდოს EBRD-ის და ევროპული ბანკის მომავალი ინვესტიციები. საქართველო არის სწორედ იმ ვითარებაში რა ვითარებაშიც იყო 2000 წლის დასაწყისში ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ასევე, ბალტიის ქვეყნები, როდესაც მათი ეკონომიკური წინსვლა, ინფრასტრუქტურული მოწყობა იმ პერიოდში დაიწყო, რომლის შემდგომ მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხერხდა ევროკავშირის ზონაში. ანალოგიურ ვითარებაში იმყოფება დღეს საქართველო და ამ მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოძახილი უკვე გატარებული რეფორმებისა და იმისა, თუ რამდენად სწორად თანამშრომლობს ჩვენი ხელისუფლება როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. რაც ყველაზე მთავარია, იმ გამოწვევებთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორ და გრძელვადიან მომავალზე გათვლილ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სიგნალი, რომელიც გუშინ გამოსცა ჩვენმა კოლეგამ და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ნაბიჯებს, რომელიც დაგეგმილია როგორც მოკლევადიან ასევე საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ ზედმიწევნით სწორად განვახორციელებთ",- განაცხადა დოლიძემ.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)