16:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 05:49:27, 2300 ნახვა

კომენტარი
რატიანი უმრავლესობას: მთელი წლის განმავლობაში თქვენ გიჭირთ პარლამენტში შეკრება და იგვიანებთ

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სესიის დაგვიანებით დაწყებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის დაგვიანებები სისტემატიურია.

"დღეს მაგალითად 2 საათი ვერ შეიკრიბა პარლამენტი და ეს არ ხდება პირველად. მთელი წლის განმავლობაში თქვენ გიჭირთ აქ შეკრება და იგვიანებთ როგორც წესი. უმრავლესობის წევრებიც არიან უკმაყოფილოები. ტიპიური საბჭოთა კავშირის სინდრომია, როდესაც რაღაცა მავნებლობას ეხება ძალიან სწრაფად კეთდება საქმე და როდესაც მართლა საქმე არის გასაკეთებელი, ისეთი როგორც მაგალითად ელემენტარული - შევიკრიბოთ და უმრავლესობას ეკისრება ვალდებულება შეკრიბოს ქვორუმი, ამაზე რა საკვირველია ვაგვიანებთ", - მიმართა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობას.

ცნობისთვის, პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სესია დღეს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა სესია 2-საათიანი დაგვიანებით გაიხსნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics