|
2017-09-04 12:12:53, 2284 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება
თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ძველი თბილისის რეაბილიტაცია იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემპარტიის ცენტრალურ ოფისში, „სიცოცხლის სავსე ქალაქის“ განვითარების პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კალაძის თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციაგაგრძელდება, ხოლო მშენებლობის ზედამხედველობისას განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნებას დაეთმობა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პირველი პრობლემა, რაც დედაქალაქს აწუხებს, ეს არის ქალაქის ურბანული განვითარების, მათ შორის, მისი ისტორიული ნაწილის ერთიანი კონცეფციის არ არსებობა, თუმცა თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, რაზეცმისივე თქმით, ექსპერტთა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობითმუშაობამიმდინარეობს, ქალაქის ქაოტური განვითარებისა და განაშენიანების პრობლემასაბოლოოდ მოწესრიგდება. „უსახური შენობები, რომელიც ჩვენს ქალაქშიმომრავლდა, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. შეიქმნება სტანდარტები ფასადებისთვის.გარდა ამისა, შემუშავდება დიზაინის ერთიანი სტილი, ეს იქნება ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქს გააჩნია და ეს გულისხმობს წარწერების, ვიტრინების, აბრებისა და ზოგადად, იერსახის მოწესრიგებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული შრიფტის სათანადო დაცვას“, - განაცხადა კალაძემ. პროგრამული ხედვის წარდგენისას მერობის კანდიდატმა ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქში ავარიული შენობების პრობლემას დაუთმო და აღნიშნა, რომ ავარიული და ძველი შენობების ინვენტარიზაციისა და გამაგრება-ჩანაცვლების ერთიანი გეგმაშემუშავდება. „ჩვენ ვიმუშავებთ რაიონების, უბნების თანაბარ განვითარებაზე.უზრუნველყოფილი იქნება თბილისის თითოეული უბნის თანაბარი განვითარება. ყველა უბანში გამოიკვეთება ცენტრები სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით, რომელთა განვითარებაზე იზრუნებს მერია კერძო სექტორთან თანამშრომლობით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)