|
2017-08-30 06:28:10, 2108 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ასეთი მოვლენების დროს რეგიონული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბასთუმანში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა. მისი თქმით, ადგილზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პრემიერმა ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელსაც საქართვლოს მეზობელი ქვეყნები სთავაზობენ და მათ მადლობა გადაუხადა: „გუშინ საღამოს დამირეკა პრეზიდენტმა პოროშენკომ, შემოგვთავაზა თვითმფრინავის გამოგზავნა, სულ ახლო მომავალში შემოვა თვითმფრინავი, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას. ჩვენ ასევე, სავარაუდოდ, გვექნება ვერტმფრენი აზერბაიჯანიდან, ასევე მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს გადავუხადო მადლობა არ მარტო ამ დახმარებისთვის, არამედ წინა პერიოდშიც მათი ავიაცია ჩვენ გამოვიყენეთ. ვფიქრობთ, ასეთი მოვლენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება. ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს. შტაბის ცნობით, ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ. რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება. ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება. ამჟამად, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)