|
2017-08-29 04:24:06, 2853 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ხელისუფლებას რომ ჰქონოდა რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალებაც, ამაში ცუდს ვერ ვხედავ
„თუ საქმეს დასჭირდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად, რუსეთისგან შემოთავაზებული დახმარების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისივე შეფასებით, არსებობს ვითარებები, როცა ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რათა მძიმე შედეგი იქნას თავიდან აცილებული. უსუფაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა აუხსნას მოსახლეობას, რა მდგომარეობაა და ვის მიმართა, ან არ მიმართა დასახმარებლად. „ღმერთმა დაგვიფარა, არ არის მსხვერპლი. წარმოვიდგინოთ, ხანძარს თუ მეტი გართულების პოტენციალი ექნებოდა, ალბათ, გაჩნდებოდა კითხვა-რატომ არ გამოვიყენეთ ყველა საშუალება, რათა შესაძლო მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა“,-განმარტა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)