|
2015-04-24 18:30:58, 1492 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დასრულდა
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონიალი დღეს, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. სამხედრო მოსამსახურეებმა გადამზადება 12 კვირის განმავლობაში ორ ფაზად გაიარეს. სწავლების პირველი ნაწილი საცეცხლე და სამწყობრო მომზადებას ითვალისწინებდა. კურსის მეორე ნაწილი კი სამეთაურო მომზადებასა და ათეულის დონეზე საბრძოლო ვარჯიშებს დაეთმო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)