|
2015-04-24 18:22:41, 1488 ნახვა
სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება "INFO 2015" დასრულდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამეთაურო საშტაბო სწავლება “INFO 2015”- ის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებს სწავლების დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ მიულოცეს. მათ მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და სწავლების დასრულების სერთიფიკატები გადასცეს. „INFO 2015" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2015" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. „INFO 2015" გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის საინფორმაციო ოპერაციების განყოფილების ინიციატივით პირველად ჩატარდა და კრიზისულ და საომარ ვითარებაში საინფორმაციო ოპერაციებთან დაკავშირებული სამსახურების კოორდინაციას ისახავდა მიზნად. ხუთდღიანი სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა კრიზისული ვითარების დროს საინფორმაციო მოქმედებები დაგეგმეს და განახორციელეს. უწყების ცნობით, წვრთნებში აქტიურად იყო ჩართული კიბერუსაფრთხოების ბიურო, რომელმაც სიმულაციური ოპერაციებისას ინფორმაციული უსაფრთხოება და ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყო. შესაბამისი უწყებების რესურსის გამოყენებით გამოვლინდა და დამუშავდა კიბერსივრცეში ოპერაციების წარმოების შესაძლებლობები. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახური, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფო დაზვერვის დეპარტამენტი, ეროვნული უშიშროების საბჭო, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)