|
2015-04-24 18:13:21, 1517 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე სამდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სამდღიანი ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსი საპატიო სტუმრის რანგში საბრძოლო ლოგისტიკური უზრუნველყოფის თემაზე გამართულ კონფერენციას დაესწრო. საერთაშორისო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ლოგისტიკის სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და სამომავლო ოპერაციებისთვის სამრეწველო და სამხედრო სფეროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას განიხილავენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ჩეხ კოლეგას შეხვდა. ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრისას საქართველოსა და ჩეხეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავალო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხს. შეხვედრას საჰაერო ძალების სარდალი ბრიგადის გენერალი ლიბორ სტეფანიკი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ. გენერალური შტაბის უფროსს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტომას კუხტამაც უმასპინძლა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იარაღისა და სამხედრო სისტემის მწარმოებელ სხვადასხვა ქარხნებსაც ესტუმრა და არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)