|
2017-07-27 17:46:21, 2546 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყებამ მოქალაქე ა.გ.-ს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 12 საათზე, ქ. ახალციხეში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს ო.რ.-ს ტრავმატული პისტოლეტის თავის არეში დარტყმით და რამდენიმე გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ო.რ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. ა.გ. სამართალდამცველებმა ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 11 პრიმა 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ა.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)