23:40 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-17 16:33:55, 2467 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 186 კომპანიაა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ტიფლის ტექსტილი“ შეემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია რომელიც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის წინდების წარმოებას გეგმავს, 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდება, ხოლო საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი. პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო  ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩა #81-ის მიმდებარე ტერიტორიაზე  მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური  მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 ლარს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics