21:14 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 09:47:10, 2682 ნახვა

სამართალი
ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს წარედგინება

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, მერიის უშტატო თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს, დღის პირველ ნახევარში წარედგინება.

დაკავებულის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მოდულის შენობაში მოინახულა. მისივე თქმით, ოთარ აბესაძე ბრალს არ აღიარებს. 

„ბრალი მისთვის არ წარუდგენიათ შესაბამისად, არანაირი ბრალის აღიარებაზე საუბარი არ არის. მას მიცემული აქვს დამამშვიდებელი წამლები, ვინაიდან მასთან ახლა ექიმია. აბესაძესთან ​დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. იმყოფება ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში. დღის პირველ ნახევარში აუცილებლად მოხდება ბრალის წარდგენა. შემდგომ უკვე საქმე გადაინაცვლებს სასამართლოში. შესაძლებელია, მოხდეს სასამართლოზე მისი პირველი წარდგენა“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი - ოთარ აბესაძე დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics