|
2017-07-11 18:10:32, 2882 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის ინიციატივით ავსტრიაში, ქალაქ მაუერბახში გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, არაფორმალური მინისტერიალი მთლიანად იყო ფოკუსირებული ეუთო-ს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ კონფლიქტების, მიგრაციის, ტერორიზმის, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვის საკითხებზე. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებზე ეუთო-ს წევრი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ და აღინიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით თუ ყირიმის ანექსიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, საერთაშორისო წესრიგს და რუსეთის ეს პოლიტიკა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ევროპაში. ეუთო-ს არაფორმალური მინისტერიალის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ნაბიჯებზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ბოლო განვითარებებზე, რაც უკავშირდება ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვას და „ბორდერიზაციას". საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. "რუსეთის ფედერაცია, უკანონო მილიტარიზაციის ინტენსიური პროცესის კვალდაკვალ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თანმიმდევრულ შთანთქმას ახორციელებს, რაც პირდაპირ სამხედრო საფრთხეს უქმნის საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ჩვენს შეშფოთებას კიდევ უფრო აღრმავებს მოსკოვის გამუდმებული უარი, საქართველოს მსგავსად, იკისროს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, ასევე ჟენევის დისკუსიებზე მისი ანტაგონისტური დამოკიდებულება ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება. უფრო მეტიც, ოკუპანტი ძალა ცდილობს ამ რეგიონების საქართველოსგან კიდევ უფრო იზოლირებას ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გზით. ეს პროცესი ახლაც გრძელდება", - განაცხადა მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხი აქტიურად დგას როგორც თავად ორგანიზაციის ასევე ეუთო-ს არაფორმალური მოლაპარაკებების დღის წესრიგში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)