20:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-07 14:48:44, 897 ნახვა

რეგიონი
უამინდობამ ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა

გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა ონის რაიონში, სოფელ ღებთან დამაკავშირებელი გზა წაიღო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, თუმცა სამუშაოების დაწყება მდინარის ადიდების გამო ვერ ხერხდება.

„სოფელ ღებში მიმავალი გზა, რომელიც უკავშირდება მუნიციპალიტეტს, გუშინ გაწმენდილი იყო, მაგრამ დღეს მდინარე ჩვეშური ადიდდა და გზა დაფარა. ელოდებიან წყლის დონის დაკლებას, რომ მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება.

რაც შეეხება ჭიორა-საგლოლოს მონაკვეთს, აქ წარმოქმნილი ღვარცოფები და მეწყრული კერები გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქაც მდინარის დონის დაკლებასაც ელოდებიან, რომ მოხდეს სამუშაოების ძირეულად ჩატარება“,-აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მათივე ინფორმაციით,  დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც.

„გარკვეულ ნაწილებზე დატბორილია  სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ამ ეტაპზე არ ყოფილა დაფიქსირებული ფაქტი იმისა, რომ მდინარეს გადმოელახა კალაპოტი და შესულიყო საცხოვრებელ სახლებში ან ეზოებში“,-აცხადებენ პრესსამსახურში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics